ოპოზიციური გაერთანება „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომ შავი და ბნელეთის ძალების წარმომადგენელი, სწორედ ზურაბიშვილი და ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება“ არის.
ვაშაძე სალომე ზურაბიშვილის დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ოპონენტები დებატებზე მიიწვია. გრიგოლ ვაშაძის თქმით, ის მზად არის ნებისმიერ არხზე დებატებისთვის.
„საქართველოში ბნელეთის ძალები და ბნელეთის მოციქულები საქართველოს მოქალაქემ, საქართველოს მოსახლეობამ, ერმა და ბერმა იცის ერთი, ეს არის „ქართული ოცნება,“ ამიტომ ივანიშვილს თუ იწვევს დებატებზე დიდი სიამოვნებით ვუყურებ ჩვენ ნეიტრალურ ტერიტორიაზე როგორ შეხვდება ორი ბნელეთის მოციქული.
რაც შეეხება, გაერთიანებულ ოპოზიციას, არ არის ნაციონალური ტელევიზია, არ არის ეროვნული არხი, სადაც ჩვენ თანახმა არ ვიქნებით, რომ მივიდეთ იქ. იმიტომ, რომ უნდა დაველაპარაკოთ ადამიანს, რომელიც არ არის პოლიტიკოსი, არ არის დიპლომატი, არ არის დამოუკიდებელი კანდიდატი, არ არის კანდიდატი და არ წარმოადგენს არავის საქართველოში. ამიტომ დიდი სიამოვნებით, სადაც იტყვიან, როდესაც იტყვიან, რასაც იტყვიან, სიამოვნებით შევხვდებით ყველა საქართველოს ეროვნულ ტელეარხს და აბა ვნახოთ, თუ ეყოფა ე.წ. „ქართული ოცნების” ხელდასმულ ე.წ. კანდიდატს გამბედაობა, მოვიდეს ყველა ეროვნულ არხზე“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.