პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმ რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, მტერი გაიმრავლა, იმის გამო, რომ მას პრინციპებიდან და ცხოვრების წესიდან გადახვევა არ სჩვევია.
ღარიბაშვილის განცხადებითვე, სპეკულაციები და ტალახის სროლა, რასაც ამ თვეების განმავლობაში მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ ჰქონდა ადგილი, აბსოლუტურად მიზანმიმართული, ბინძური კამპანია იყო.
ამის შესახებ პრემიერმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ პოლიტიკაში ასეთი რამეები არავის უნდა უკვირდეს და უნდა აიტანოს კიდეც.
მისივე თქმით, ამ სპეკულაციებით, მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, წყლის ამღვრევას და ჭორების მიტან-მოტანას კიდევ ბევრჯერ ეცდებიან.
„ალბათ, კიდევ ბევრჯერ შეეცდებიან, ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის წყლის ამღვრევასა და ჭორების მიტან-მოტანას, მაგრამ ეს სპეკულაციები სპეკულაციებად დარჩება და ამით დაინტერესებული ადამიანები, საწადელს ვერ მიაღწევენ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.