გიორგი მარგველაშვილი: აშშ-ში ვიზიტის დროს ვფიქრობ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აგური დაიდო საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და პრობლემების გადაწყვეტის საქმეში
29-09-2018, 11:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას ნიუ-იორკში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველო იმყოფება ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც ჩვენს სიმართლესა და პოზიციას კიდევ უფრო აქტიურად ვამტკიცებთ ევროპისა და აშშ-ის მასშტაბით.

 

 

მისი თქმით, აშშ-ში შეხვედრები ჰქონდა კოლეგებთან, რომლებსაც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ესაუბრა.

 

 

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, მუდმივად უნდა გაესვას ხაზი პრობლემებს, რომლებიც საქართველოს აქვს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ასევე, აუცილებელია მუშაობა ქვეყნის საერთაშორისო როლის გამოსაკვეთად და ნატო-სა და ევროკავშირის მიმართულებით დღის წესრიგის განსამტკიცებლად.საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში ვიზიტის დასასრულს, ბოლო შეხვედრა გამართა „ვესტპოინტის“ სამხედრო აკადემიაში, სადაც ქართველ კადეტებს შეხვდა.

 

 

„ამას სჭირდება ყოველწუთიერი მტკიცება და ჩვენი კოლეგების გაერთიანება ამ ღირებულებების ირგვლივ. ეს შესაძლებლობა ეფექტურად იქნა გამოყენებული ნიუ-იორკში, სადაც მსოფლიო ლიდერების ასეთი დიდი კონცენტრაციაა. ვფიქრობ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აგური დაიდო საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და პრობლემების გადაწყვეტის საქმეში.

 

 

დავბრუნდით „ვესტპოინტიდან“,  რომელიც არის ამერიკის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო სასწავლებელი, სადაც გვქონდა შესაძლებლობა, მათ შორის ჩემთვის ძალიან სასიხარულო შესაძლებლობა, შევხვედროდი ქართველ კადეტებს. ჯამში 50-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე გადის მომზადებას აშშ-ში. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობები, რაც ქართველ და ამერიკელ სამხედროებს შორის მომავალი ურთიერთობების ფუნდამენტია“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი