დაბა ლენტეხში ქუჩების ასფალტის საფარით მოწყობა მიმდინარეობს
29-09-2018, 11:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაბა ლენტეხში ქუჩების ასფალტის საფარით მოწყობა დასრულების პროცესშია. როგორც GUARDIAN.GE-ს ლენტეხის მერიაში განუცხადეს, სამუშაოებზე, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა, 311 372 ლარი დაიხარჯა.

 

 

 

 

„პროექტი ითვალისწინებდა დაბის ინფრასტრუქტურული იერსახის გაუმჯობესებას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საერთო საცხოვრებელი სახლების ეზოების, ქუჩების, ჩიხების, უბნების და სხვა ტერიტორიების ასფალტის საფარით მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება", აცხადებენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.

 

 

 

 

მათივე ინფორმაციით, დასრულებულ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორისაა დაბისა და სოფლების - ხელედის, ნაცულის, ჩიხარეშის, ჟახუნდერის, სასაშისა და თეკალის საბავშვო ბაღებში სველი წერტილების მოწყობა-რეაბილიტაცია.

 

 

 

„სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდმა 119 994 ლარით დააფინანსა. აღნიშნული პროექტის განხორციელებით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სანიტარული პირობები გაუმჯობესდება", აღნიშნავენ ლენტეხის მერიაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი