ონში სპორტული კომპლექსის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
29-09-2018, 14:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქალაქ ონში სპორტული კომპლექსის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც GUARDIAN.GE-ს ონის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ გრძელიშვილმა განუცხადა, სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელთა სახელშეკრულებო ღირებულება 740 000 ლარს შეადგენს, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

 

 

 

 

„სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია - ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განხორციელებაც დაიწყო გასულ წელს. შენობა აშენებული იყო 80-იან წლებში, მაგრამ მოშლილი იყო სველი წერტილები, იატაკი და არ იყო ხელსაყრელი გარემო სპორტსმენებისთვის - დაზიანებული იყო მთლიანად შიდა ინფრასტრუქტურა.

 

 

 

 

მოხდა ამის რეაბილიტაცია და რეაბილიტაციის გარდა, მოხდა ასევე რეკონსტრუქცია - შეიცვალა შენობის სახურავი, მოხდა სახურავის ამაღლება და მანდ განთავსდა, დაახლოებით, 7 სასტუმრო ნომერი, რომელიც უზრუნველყოფს 25 სპორტსმენის მიღებას. მოწესრიგდა საშხაპეები, გავაკეთეთ სათადარიგო სპორტული ოთახი ტრენაჟორებისთვის. მთლიანად შეიცვალა იატაკი, კარ-ფანჯარა. 

 

 

 

 

ონის სპორტული კომპლექსი აერთიანებს საკალათბურთო და საფეხბურთო მოედანს, გასახდელებს, საშხაპეებს, ადმინისტრაციულ ოთახებს. სამუშაოები ფაქტობრივად შესრულებულია. ვფიქრობთ, რომ ექსპლოატაციაში წელს შევა კომპლექსი, მაგრამ სრულად დატვირთვა მოგვიანებით მოხდება. ეს იყო მხოლოდ რემონტი, საჭიროა ინვენტარიზაცია", უთხრა GUARDIAN.GE-ს თეიმურაზ გრძელიშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი