მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 30 სექტემბრის 09:00 საათამდე, ბარათაშვილის აღმართზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იქნება.
თბილისის მერი ამბობს, რომ მუშაობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ასფალტის საფარის დაგება დათქმულ ვადაში დასრულდება.
„ბარათაშვილის აღმართზე სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც დასასრულს უახლოვდება, კვირას დილით აღდგენილი იქნება მოძრაობა. თქვენ იცით, რომ ახლა ჩაკეტილი მოძრაობა იმის გამო, რომ ვაგებთ სპეციალურ ასფალტს, რომელიც არის მოდიფიცირებული და ეს უწყვეტ რეჟიმში უნდა მოხდეს. ბოლო ეტაპი იქნება უკვე კეთილმოწყობითი სამუშაოები ანუ ტროტუარები, საფეხმავლო ბილიკები და გარე განათებები", განაცხადა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.