ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს წარმომადგენლები და საპრეზიდენტო კანდიდატი თბილისის მოსახლეობას ფილარმონიაში ხვდებიან.
გაერთიანებაში შემავალი მთავარი ოპოზიციური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა შეხვედრაზე ამომრჩევლებს სიტყვით მიმართა. უდუმაშვილის თქმით, მმართველი გუნდი ოპოზიციის პოლიტიკურ დევნას ახორციელებს და ასევე, ცდილობს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს იმედი აქვს თბილისელების და მოუწოდებს, რომ თუ საქართველოს რუსეთის გუბერნიად ქცევა თუ არ სურთ ხმა უნდა მისცენ გრიგოლ ვაშაძეს.
„დღეს არჩევანი ჩემო მეგობრებო ძალიან მარტივია, ჩვენ ვირჩევთ ან უპერსპექტივო ქვეყანას, სადაც ახალგაზრდები მხოლოდ იმაზე ფიქრობენ როგორ გადაიხვეწონ აქედან და წავიდნენ უცხოეთში ან ვირჩევთ ქვეყანას, რომელიც მომავალ თაობაზეა ორიენტირებული, ჩვენ ვირჩევთ ქვეყანას, სადაც ჩვენი მშობლები, ჩვენი ბებიები და ბაბუები მშვიდად ცხოვრობენ ან ვირჩევთ ქვეყანას, სადაც პენსიონერს ხვალინდელი დღის გათენების ეშინია, იმიტომ რომ არ იცის რითი შეიძინოს საკვები და მედიკამენტი. ჩვენ ვირჩევთ ქვეყანას, რომელიც მსოფლიო რუკაზე იქნება ცნობილი, როგორც განათლების, მეცნიერების, ინოვაციების და კულტურის ექსპორტიორი ქვეყანა ან ქვეყანას, რომელიც მარიხუანას ექსპორტით იქნება ცნობილი. ჩვენ ვირჩევთ ქვეყანას, რომელიც მოსფლიოსათვის ცნობილი იქნება, როგორც იმით, რომ ისწარფვის ნატო-სა და ევროკავშირში სრულ ინტეგრაციაზე ან ვირჩევთ ქვეყანას, რომელიც რუსეთის მაჩანჩალა იქნება, როგორც რუსეთის ორბიტაზე მოჩანჩალე ერთი პატარა გუბერნია.
28 ოქტომბერს ჩვენ ხმას ვაძლევთ არა მხოლოდ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, არამედ საქართველოს მომავალს და მე დარწმუნებული ვარ ამ გამარჯვებაში გადამწყვეტ სიტყვას, სწორედ თქვენ თბილისელები იტყვით.
ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟი დაიწყება სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებით. ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტით, რომლის დაკნინებასაც „ქართული ოცნება“ მთელი ამ 6 წლის განმავლობაში ცდილობდა. თუმცა, ყველას მინდა შევახსენო, საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური და საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, რომლის ყველა სიტყვას და ყველა ქმედებას ძალიან დიდი პოლიტიკური წონა აქვს და სწორედ გრიგოლ ვაშაძე იქნება ის პრეზიდენტი, რომელიც რეალურად შეცვლის პოლიტიკურ დღის წესრიგს ამ ქვეყანაში“, განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.