გრიგოლ ვაშაძეს ამომრჩეველთან შეხვედრისას შეკრებილებს სიტყვით ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმაც მიმართეს
29-09-2018, 16:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატის ამომრჩეველთან შეხვედრაზე ფილარმონიის დარბაზში შვილმოკლული მამები ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდნენ და შეკრებილ საზოგადობას სიტყვით მიმართეს.

 

 

მაჩალიკაშვილის თქმით, სუს-მა თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად მთელი ქისტობა მოკლა.

 

 

„მე მიყვარდა ქართველი ხალხი და მქონდა მათი ძალიან დიდი სიყვარული და არ შევმცადარვარ და დარწუნებული ვარ როგორც მიყვარხართ მე ისე გიყვარვართ მეც.  დღეს მე და ბატონი სარალიძე უკვე რვა თვეა ქუჩაში ვართ, სამართალს ვერ ვპოულობთ ამ ხელისუფლების ხელში, ქუჩაში მშიერი, მწყურვალი ეს ჩვენთვის არაფერია, არაფერს არ ნიშნავს. ჩვენ ავიტანთ ყველაფერს რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ამ სისხლიან რეჟიმმა აგოს პასუხი, ყველამ დანაშაულზე, რაც არის ჩადენელი პირადად ჩემს მიმართ, ჩემი ქისტი ძმების მიმართ. ერთ-ერთ ყველაზე სტუმართმოყვარეობით ცნობილ ქვეყანაში, ვითომ სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურმა მოიტანა ქისტებში სისხლი და სიკვდილი არასოდეს ამას ჩვენ არ ვაპატიებთ ყველამ სამართლებრივად უნდა აგოს პასუხი. ამ ხელისუფლებამ თემირლანთან ერთად ჩაკლა მთელი ქისტობა და გაანადგურა მთელი ქისტი მოსახლეობა, აქედან გამომდინარე მე ვფიქრობდი ხელისუფლებაში ერთი ადამიანი, მაინც გამოჩნდებოდა და რამე დამამშვიდებელ სიტყვას მაინც მეტყოდა მაგრამ არ გამოჩნდა... შესაბამისად „ძალა ერთობაშია“ და ჩვენ შევქმნით ქვეყანას, რომელიც იქნება იმ ბავშვების სახლზე მომავალი თაობისთვის“, განაცხდა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

 

 

ზაზა სარალიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, იქამდე იბრძოლებენ, ვიდრე მათი შვილების მკვლელები არ დაისჯებიან.

 

 

„ამ ცხრა თვის განმავლობაში ერთი და იგივე გვესმოდა, რომ მკვლელი ვერ დგინდება. ჩვენ ვიბრძოლებთ, ვიდრე ჩვენი შვილების მკვლელები კანონის წინაშე არ იქნებიან დასჯილი. ვიბრძოლებთ ჩვენი მკვდარი შვილების სიწმინდის აღსადგენად. დღეს, ქართველებო, ერთად უნდა ვიდგეთ, რომ მკვლელი ხელისუფლება დავამარცხოთ. საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი შვილები. თქვენ იცით, სადაც ვართ დაბინავებული, ყველას გელოდებით იქ”, განაცხადა სარალიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი