გრიგოლ ვაშაძე მალხაზ მაჩალიკაშვილთან, ზაზა სარალიძესთან ერთად მსვლელობას მართავს
29-09-2018, 17:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მალხაზ მაჩალიკაშვილთან, ზაზა სარალიძესთან და პარტიის მხარდამჭერებთან ერთად ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობას მართავს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

 

 

ზაზა სარალიძის განცხადებით, მხარს დაუჭერს ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მას გვერდით დაუდგება. კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს გაერთიანებულ ოპოზიციას „ძალა ერთობაშია“ სარალიძე კონკრეტულად არ პასუხობს, თუმცა ის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ფილარმონიაში მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად მივიდა.

 

 

მალხაზ მაჩალიკაშვილმა და ზაზა სარალიძემ იქ შეკრებილებს სცენიდან სიტყვით მიმართეს.

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ სწორედ ამ შეხვედრაზე მოუწოდა მხარდამჭერებს, პარლამენტისკენ მსვლელობა მოეწყოთ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი