„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ დებატებისთვის მზად არის და არავის გამოწვევა არ სჭირდება.
ბაქრაძე მიიჩნევს, რომ დებატები უნდა გაიმართოს არამხოლოდ ნეიტრალურ ტერიტორიაზე, არამედ ყველა იმ არხზე, რომელიც დებატების მასპინძლობისთვის მზად იქნება.
„რა თქმა უნდა, საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები უნდა გაიმართოს ნებისმიერ შემთხვევაში. ამიტომ ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რა ინიციატივით გამოდის და რითი გვემუქრება ქალბატონი ზურაბიშვილი. უფრო მეტსაც გეტყვით, დებატები უნდა გაიმართოს არამხოლოდ რაღაც მითიურ ნეიტრალურ ტერიტორიაზე, არამედ ყველა იმ არხზე, რომელიც მზად იქნება, უმასპინძლოს დებატებს. დებატისთვის მზად ვართ, არანაირი არავის გამოწვევა არ მჭირდება, დიდი ინტერესით ველოდები ამ დებატს და დარწმუნებული ვარ, ამ დებატის შემდეგ ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რამდენად მართალია, როდესაც არ აპირებს, ქალბატონ ზურაბიშვილს მხარი დაუჭიროს“, განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.