საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთ მთავარ ოპონენტს „ნაციონალურ მოძრაობას" „არაფრის თავი არ აქვს".
საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ - რომ არა აღნიშნული პოლიტიკური პარტია ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე, „ყველაფერი სხვანაირად" იქნებოდა.
„რომ არ იყოს „ნაციონალური მოძრაობა" სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი და ბევრად უკეთესად იქნებოდა ყველაფერი. ეს არის დღევანდელი რეალობა, დღევანდელი რეალობა არის ის, რომ არსებობს საბოლოო ჯამში ორი პოლუსი - არის ძალიან დასუსტებული „ნაციონალური მოძრაობა", არაფრის თავი არ აქვს - არც არჩევნების მოგების, არც რევოლუციის მოწყობის, არც აქციის მოწყობის", განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „რეაქცია" სტუმრობისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.