ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი გაუჩნდება ამას წინ ვერაფერი აღუდგება
29-06-2015, 03:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩვენი ქვეყნის რეალობაში ბიძინა ივანიშვილის როლი ძალიან დიდია და ეს ბუნებრივიცაა, რადგან წლების განმავლობაში ვერც ერთმა ლიდერმა ვერ მოახერხა საზოგადოებისა და ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია, რათა ქვეყნისთვის სააკაშვილის რეჟიმი მოეშორებინა, ბიძინა ივანიშვილმა კი ეს შეძლო.


მისი თქმით, ექსპრემიერმა მთელი ერისა და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია მოახდინა და უმტკივნეულოდ, ყოველგვარი გართულებების გარეშე, ნაციონალების ხელისუფლება არჩევნების გზით შეცვალა.


ამის შესახებ პრემიერმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ განაცხადა და აღნიშნა, რომ ივანიშვილთან მისი კომუნიკაცია უჩვეულო არ არის.


„მე, როგორც მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია რომ მქონდეს ამაში უჩვეულო არაფერია. ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში - ამერიკის შეერთებული შტატები იქნება თუ ევროპის წამყვანი ქვეყნები - მოქმედი პრემიერები და პრეზიდენტები, რჩევებსა და კონსულტაციებს ყოფილი პრეზიდენტებისგან და პრემიერებისგან იღებენ, მათთან ერთად ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობენ და ეს აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენაა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მან ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის დაკავებული პოსტიდან არ უნდა წასულიყო.


მისი თქმით, თუ ივანიშვილი დაბრუნებას გადაწყვეტს, ამაში ხელს არაფერი შეუშლის და დაბრუნდება.


„თუ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი გაუჩნდება და ამის აუცილებლობას დაინახავს, იგი ამას ყოველგვარი აჟიოტაჟისა და ხმაურის გარეშე გააკეთებს, ისე, რომ წინ ვერაფერი აღუდგება. თავის დროზე, როცა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მე ვფიქრობდი რომ არ უნდა წასულიყო, მაგრამ მან სხვანაირად გადაწყვიტა. როგორც თავად განაცხადა, თუკი საჭიროებას დაინახავს, ის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე დაბრუნების გადაწყვეტილებას აუცილებლად მიიღებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი