„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ერთი თხოვნა აქვს, სალომე ზურაბიშვილთან - ქართულ გრამატიკაში წაიმეცადინოს, სანამ დებატების დროს შეხვდება.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მისთვის სალომე ზურაბიშვილის დებატების შეთავაზება ისეთივე გამოწვევაა, როგორიც რუსთაველზე გასეირნება.
„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის დებატების შეთავაზება ჩემთვის ისეთივე გამოწვევაა, როგორიც რუსთაველზე გასეირნება. ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც არც დამოუკიდებელია, არც დიპლომატია, არც პოლიტიკოსია და არც ქართველი არ არის, რომელ ეროვნულ არხზეც ინებებს, როცა ინებებს, რა კომპოზიციაშიც ინებებს, შევხვდები, ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს, რომ ცოტა ქართულ გრამატიკაში წაიმეცადინოს, სანამ შევხვდებით“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.