ლენტეხის მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. როგორც GUARDIAN.GE-ს ლენტეხის მერიაში განუცხადეს, სოფლების - ლესემის, მელურის, ყარიშის, საყდარის, ფანაგისა და შკედის სტადიონების მშენებლობაზე, ჯამში, 119 981 ლარი დაიხარჯა.

(სოფელ ლესემის სპორტული მოედანი. GUARDIAN.GE-ს ფოტო)
„პროექტი ითვალისწინებდა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. დასრულდა 6 სოფელში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნების მშენებლობის მეორე ფაზა, რაც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ამაღლებას შეუწყობს ხელს", აცხადებენ ლენტეხის მერიაში.

(სოფელ ლესემის სპორტული მოედანი. GUARDIAN.GE-ს ფოტო)
მათივე ცნობით, სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.