პუბლიცისტმა, თაკო ჩარკვიანმა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის ამომრჩეველთან შეხვედრაზე განცხადება გააკეთა.
ჩარკვიანის თქმით, დღევანდელი ხელისუფლება კორუფციას მფარველობს და თავადაც უდგანან სათავეში ხელისუფლების წარმომადგენლები. ჩარკვიანის თქმით, გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობის შემდეგ ანტიკორუფციული კანონი რეალურად ამუშავდება.
„მე ვფიქრობ, რომ იმ აღმშენებლობის დროს, უდაო აღმშენებლობის დროს, როდესაც სათავეში იყო ყოფილი ხელისუფლება, მე ვგულისხმობ სახელმწიფო ინსტიტუციებს და ამაზე კამათსაც ვერ ბედავს ვერავინ, მაგრამ, ცხადია, შეცდომები იყო და სწორედ იმ შეცდომების გაანალიზების შედეგი გახლავთ დღევანდელი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე. ეს გახლავთ უმაღლესი რანგის დიპლომატი, თაობების პატივისმცემელი, უხუცესთა პატივისმცემელი, კულტურის და ნიჭის პატივისმცემელი იმიტომ, რომ ეს არის ის შემთხვევა, სადაც შრომის და ნიჭის ფასი ერთად იციან ოჯახში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
იმაზე მეტი შეცდომა არ დაუშვია „ნაციონალურ მოძრაობას“, რომლის წევრიც მე არ ვარ, ვიდრე თბილისი გადავწვით 90-იან წლებში, მაგრამ დღეს აქ ვართ. შევრიგდით, გავაანალიზეთ, რომ ის შეცდომა მავანის ბრალი იყო, რომელიც დღეს გორთან დგას და ჩვენი ტერიტორიები აქვს წაღებული.
პატრონი უნდა ჰყავდეს საქართველოს საერთაშორისო გზაზე. აბა, პატრონი როგორ იქნება ის ქალბატონი, რომელიც აბეზღებს თავის ქვეყანას და ცილს სწამებს, რომ, თურმე, საქართველომ ომი დაიწყო და საკუთარი ხალხი დაბომბა“, განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.