მამუკა ბახტაძე UFC-ის უმაღლეს ლიგაში ქართული დროშით მოასპარეზე ერთადერთ სპორტსმენ მერაბ დვალიშვილს შეხვდა
30-09-2018, 01:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე შერეული ორთაბრძოლების უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ქართველ სპორტსმენს, მერაბ დვალიშვილს შეხვდა. მერაბ დვალიშვილი ერთადერთი მებრძოლია, ვინც აშშ-ში, შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონატის (UFC) უმაღლეს ლიგაში ქართული დროშით ასპარეზობს. ბოლო გამარჯვება მან 15 სექტემბერს მოიპოვა, როცა რთულ ორთაბრძოლაში ამერიკელი მეტოქე, ტერიან უორი დაამარცხა.

 

 

მამუკა ბახტაძემ მერაბ დვალიშვილს დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველი სპორტსმენის წარმატებული ასპარეზობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისათვის. მერაბ დვალიშვილი პრემიერს თავისი სპორტული კარიერისა და მიღწეული შედეგების შესახებ ესაუბრა. მთავრობის მეთაურმა ქართველ სპორტსმენს შემდგომი წარმატება უსურვა და თავის მხრივ, კვლავაც გულშემატკივრობა და მხარდაჭერა აღუთქვა.

 

 

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი