მეტროსადგურ „დიდუბისა“ და ავტოსადგურ „ოკრიბას“ ტერიტორიაზე გზის რეაბილიტაცია ერთ კვირაში დასრულდება
29-06-2015, 04:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა ნაწილისა და ავტოსადგურ „ოკრიბას“ მიმდებარე ტერიტორიის გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. სამუშაოები, დაახლოებით, ერთ კვირაში დასრულდება.


10 000 კვადრატულ მეტრზე მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილე გიორგი სოლომონიამ და დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა დაათვალიერეს. დავით ნარმანია ადგილობრივ მოვაჭრეებსა და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებსაც ესაუბრა. მათი თქმით, გზის რეაბილიტაცია აღნიშნულ ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამუშაო პირობებს.


პროექტის მიხედვით, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოძველებული და ამორტიზებული მონაკვეთები ახლით შეიცვალა, რის შედეგადაც გაუმჯობესდა წყალმომარაგება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიაზე არსებული გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია. ასფალტის ახალი საფარი 10 000 კვ. მ-ზე მოეწყობა.


მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა ნაწილის და ავტოსადგურ „ოკრიბას“ მიმდებარე ტერიტორიაზე გზის რეაბილიტაციას დიდუბის რაიონის გამგეობა ახორციელებს. სამუშაოებს კი შპს „ნდს მშენებლობა“ და შპს „საგზაო კომპანია“ ასრულებენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი