„საქართველოს ჯანსაღ მოსახლეობას არ სჭირდება დაშინებული პოლიცია“ - ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილების უფროსის მოადგილე, თანამდებობიდან სავარუდოდ „ფეისბუქის“ პოსტის გამო გაათავისუფლეს
30-09-2018, 12:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილების უფროსის მოადგილე კობა მანველიძე შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით ორი თვეა დისციპლინური წესითაა დასჯილი. ის უწყებიდან დაითხოვეს, თუმცა ყოფილი პოლიციელის განმარტებით, მას ბრძანება მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გააცნეს, ამ ხნის განმავლობაში კი ის ჩვეულებრივ მუშაობდა. კობა მანველიძე მომხდარს მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს. ყოფილი პოლიციელი განმარტავს, რომ პირად საუბრებში ხელმძღვანელობასთან არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ პოლიციელი არ შეიძლება იყოს დაშინებული და ამ საკითხზე პროტესტი არაერთხელ გამოუხატავს. კობა მანველიძე გენერალურ ინსპექციას და აჭარის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელობას სასამართლოში უჩივის.

 

 

„გავაკეთე სტატუსი ჩემს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. ვადასტურებ, რომ არის ჩემს მიერ შედგენილი და არავის მიერ არ ვარ მართული. გამოვხატავდი აზრს, რომ პოლიციელი უნდა ყოფილიყო მიდრეკილი წარმატებისკენ და არ უნდა ყოფილიყო დაშინებული თუნდაც გენინსპექციის მიერ, ვინაიდან მქონდა თმენის ვალდებულება ამას ხმამაღლა ვერ ვამბობდი, მაგრამ ზოგადად პირად საუბრებში გამოვხატავდი ამ აზრს. საქართველოს ჯანსაღ მოსახლეობას არ სჭირდება დაშინებული პოლიცია - პოლიცია, რომელიც დაშინებულია გენერალური ინსპექციის მიერ“, განაცხადა ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილების უფროსის ყოფილმა მოადგილემ, კობა მანველიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი