სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა, რომ რთული დროა, ეს სირთულეები არამარტო პოლიტიკურია, არამედ ეკლესიურიც, მაგრამ იმედი მაქვს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვითა და ვედრებით ღმერთი განკურნავს ამ უძლურებას.
ილია მეორემ წმინდა მთის მონასტრების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პატრიარქი ათანასე დიდის ლავრის წინამძღვარს, იღუმენ პროდრომსს მიესალმა, რომელიც თანმხლებ პირებთან ერთად საქართველოში იმყოფება და დღევანდელ წირვას ესწრებოდა.
„დიდია უფალი და დიდებულია მისი საქმენი, ვერავინ მისწვდება მის დიდებულებას, ღვთის განგებას. საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა, ქრისტეს შობამდე ექვსი საუკუნით ადრე ებრაელები ჩამოვიდნენ საქართველოში და ჩამოიტანეს ჭეშმარიტი სარწმუნოება. ქრისტიანულ საუკუნეებში, პირველ საუკუნეში საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, მეოთხე საუკუნეში როგორც ბიზანტიაში, ისევე საქართველოში, ქრისტიანობა გახდა სახელმწიფოებრივი რელიგია.
ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა მონასტრებთან, მონასტრები დაარსდა მეოთხე-მეხუთე-მეექვსე საუკუნეებში და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წმინდა მთის მონასტრებს და განსაკუთრებით ათანასე დიდის ლავრას, რომლის წინამძღვარი საქართველოში პირველად ჩამობრძანდა.
ჩვენ გულითადად მივესალმებით მას და თანმხლებ პირებს. საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობა, დიდი პატივისცემა და თაყვანისცემა ჰქონდა ათონის მონასტრების მიმართ. ჩვენც გვქონდა სავანეები, ამიტომ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ ჩვენს დიდ სიხარულს და მადლობას, რომ ჩამობრძანდით საქართველოში და ჩამოგვიტანეთ მადლი იმ წმინდა ადგილებისა, სადაც თქვენ მოღვაწეობთ“, აღნიშნა ილია მეორემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.