„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ ახალ აუდიოჩანაწერს ეხმაურება. ნათელაშვილის თქმით, საქართველო დედამიწაზე არის ერთადერთი კუნძული, სადაც კრიმინალური ჯგუფი უმაღლეს ხელისუფლებაშია.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი მსოფლიო ლიდერებსა და საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვს და მოუწოდებს, რომ დაეხმარონ საქართველოს არსებული ხელისუფლებისგან გათავისუფლებაში.
„ეს არის პრობლემა არამარტო ქართველი ხალხის, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოების უნდა მთელი მსოფლიო დაგვიდგეს გვერდში მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების, იმისთვის, რომ ეს მეოთხე სტადიის ავთვისებიანი მეტასტაზა მოვიშოროთ და მოვიჭრათ სხვანაირად ისინი ჩამოგვჭრიან მსოფლიო პოლიტიკიდან თუ უკვე არ ჩამოგვჭრეს“, ამბობს შალვა ნათელაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.