საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბაქოში ვიზიტის დროს, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოზე, რომელზეც ის რუსეთის პრეზიდენტისგან მოშორებით, ზურგშექცევით ზის, უსაფუძლო აჟიოტაჟი ატყდა.
მისი თქმით, როდესაც ეს ფოტო გადაიღეს, ადგილები შევსებული არ იყო, შესაბამისად მასსა და პუტინს შორის სკამი ცარიელი იყო, ის კი გვერდით მჯდარ ლუქსემბურგის ჰერცოგს ესაუბრებოდა.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ როდესაც ის უცხოეთშია, ქართულ სახელმწიფოს წარმოადგენს და ისეთს არაფერს გააკეთებს, რაც საქართველოს ჩრდილს მიაყენებს.
ღარიბაშვილის თქმით, 2 წლის წინ რუსეთთან დაწყებული დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არ შეიძლება მეზობელ ქვეყანასთან სხვანაირი ურთიერთობა გვქონდეს.
„ჩვენსა და რუსეთის ურთიერთობაში მთავარი პრობლემა, რა თქმა უნდა, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებია, მაგრამ ჩვენ პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური დიალოგი ერთმანეთისგან გავმიჯნეთ და ვფიქრობ, ამ მიმართულებით წარმატებასაც მივაღწიეთ. რუსეთთან დიალოგი უნდა გაგრძელდეს და ჩვენ შეთანხმებას მხოლოდ დიალოგის გზით უნდა მივაღწიოთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, მაქსიმალურად პრაგმატული, კონსტრუქციული დიალოგის გზით უნდა შეძლოს და იგი დარწმუნებულია, რომ საქართვეოს მთავრობა ამას მოახერხებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.