„ქართული ოცნების“ დეპუტატი ზვიად ძიძიგური „ომეგა ჯგუფის“ საქმის გარშემო გავრცელებულ ახალ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ს ყველგან ბიძინა ივანიშვილი ელანდება ამ ბოლო 6 წლის მანძილზე.
„საპარლამენტო რესპუბლიკაში მმართველობა ხორციელდება პარლამენტის მეშვეობით და პარლამენტში უმრავლესობა აქვს „ქართულ ოცნებას“, რომლის თავმჯდომარეც არის ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში, რაც შეეხება პრემიერს, მინისტრებს და თანმდებობის პირებს ისინი თავიაანთ ფუნქციებს ასრულებენ და მე ვფიქრობ ძალიან კარგადაც. „რუსთავი 2-ს“ ელანდება ყველგან ბიძინა ივანიშვილი. ეს არ ვიცი კარგია „რუსთავი 2“-სთვის ან ბიძინა ივანიშვილისთვის თუ არა, მაგრამ ეს არის ფაქტი 6 წელია.... კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით უნდა გვითხრას პროკურატურამ“, განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.