„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი სერგო რატიანი „ომეგა ჯგუფის“ საქმის გარშემო გავრცელებულ ახალ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ქვეყნისთვის პრობლემისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა, არსებული ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლაა.
„ბოლო წლების განმავლობაში ცხადი არის რომ ქვეყანაში არის ტოტალური კორუფცია და ეს კორუფცია დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილთან, მის ოჯახთან. ამ კორუფციამ მოიცვა მთელი სახელმწიფო მანქანა და ეს ანგრევს სახელმწიფოს. იმ პირობებში, როცა ქვეყანა მიდის უკან მატულობს სიღარიბე, დამანგრეველია ჩვენი ქვეყნისთვის რაც შეიძლება მალე მშვიდობიანად უნდა მოვიშოროთ ეს ხელისუფლება“, ამბობს სერგო რატიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.