„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ზაალ უდუმაშვილი „ომეგა ჯგუფის“ საქმის გარშემო გავრცელებულ ახალ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოს მთავარი პრობლემა, სწორედ ბიძინა ივანიშვილია და ეს ახალმა ჩანაწერმაც დაადასტურა. უდუმაშვილი არსებულ ხელისუფლებას ყაჩაღურ დაჯგუფებას ადარებს.
„გასაგებია, ვინც დგას ამ ფარული ჩანაწერების უკან, პირდაპირ იყო დასახელებული ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი, რომელიც მილიონებს ითხოვს ბიზნესიდან. რაც მოვისმინეთ ამ ფარულ ჩანაწერებშია ამაზე მეტი სკანდალური რაღა უნდა მოვისმინოთ. ეს არ არის ხელისუფლება, ეს არის შეკრებილი კოზა ნოსტრა, მაფიოზური ყაჩაღური დაჯგუფება, რომელიც უმოწყალოდ აყაჩაღებს მოქალაქეებს და ბიზნესმენებს.
სწორედ ამას ვიძახით, რომ ახლა არ არის საუბარი, რომ უნდა დავეხმაროთ კონკრეტულ ბიზნესმენს ან ბიზნესი გადავარჩინოთ, ახლა ქვეყანაა გადასარჩენი“, აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.