ეკა ბესელია სალომე ზურაბიშვილზე: იშვიათად მინახავს ასე ერთად თავმოყრილი ქალში ამდენი ღირსება და თვისება
30-09-2018, 16:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ იშვიათად უნახავს ასე ერთად თავმოყრილი ქალში ამდენი ღირსება და თვისება.

 

 

როგორც ჩხოროწყუში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ბესელიამ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი 2007 წელს გაიცნო და მისივე თქმით, ახსოვს როგორი თავდადებით, უშიშრობით და პრინციპულობით იბრძოდა ზურაბიშვილი მაშინდელი სისტემის წინააღმდეგ.

 

 

„ეს არის კიდევ ერთი დადასტურება თქვენი მხარდაჭერის, თანადგომის, ერთად დგომის და ხვალინდელი უკეთესი დღისთვის, ასევე ამ ბრძოლის გაგრძელების.

 

 

მინდა, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით პირველ რიგში, ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვხატო. ჩვენ გავიცანით ერთმანეთი იმ ცნობილი მოვლენების დროს, 2007 წელს, როდესაც ძალიან დიდი მღელვარება დაიწყო იმ სისტემისა და იმ რეჟიმის წინააღმდეგ. მახსოვს 2007 წლიდან დღემდე ყველა ის ეტაპი, ყველა გზა, ყველა დღე, ყველა ნაბიჯი, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ნაკარნახევი იყო იქამდეც და იმის შემდეგ, მაგრამ რისი თვითმხილველიც ვარ, იმაზე უფრო შემიძლია გესაუბროთ.

 

 

მახსოვს როგორი სიყვარულით, როგორი თავდადებით, როგორი უშიშრობით, როგორი პრინციპულობით იბრძოდა სალომე ზურაბიშვილი. იშვიათად მინახავს ასე ერთად თავმოყრილი ქალში ამდენი ღირსება და თვისება. სამშობლოს განსაკუთრებული სიყვარული რომ აქვს, ეს გასაგებია, რადგან დაიბადა საფრანგეთში და სწორედ იმიტომ დაიბადა იმ ადგილას, რომ იმ ძალიან ცნობილი და ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის ყველაზე დრამატული მოვლენების გამო აღმოჩნდა იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელზეც მან დღეს უარი თქვა, რადგან მას უნდა გახდეს ამ ქვეყნის პრეზიდენტი, რადგან ემსახუროს საქართველოს იმ ერთგულებით და სიყვარულით, როგორითაც მან ეს წლები გამოიარა“. განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი