პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მარტვილში მოსახლეობასთან შეხვედრისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ზაზა გაბუნიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს პირი, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური ცდუნება, რომელიც არ შედის პოლიტიკურ რუტინაში, რომელიც მაღლა დგება პოლიტიკურ პროცესზე და რომელიც არის გარანტი უმთავრესი ღირებულებებისა, რაც ჩვენთვის არის სახელმწიფო და რაც არის ზეპარტიული.
„2017 წელს ვიმუშავეთ საკონსტიტუციო რეფორმაზე, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წელს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ფიცს დადებს , ძალაში შევა ახალი კონსტიტუცია და საქართველო იქნება სრულფასოვანი საპარლამენტო რესპუბლიკა. ეს ქვეყნისთვის შესაძლებლობებს ნიშნავს. პირველ რიგში, ეს ნიშნავს ავტორიტარული რისკების და საფრთხეების გამორიცხვას, გამორიცხავს ერთი ადამიანის თავხედურ მმართველობას, როგორის გამოცდილებაც ჩვენ უახლოეს წარსულში გვაქვს. იგი ამოვდროულად იძლევა შესაძლებლობას, რომ მრავალფეროვნად, ხმამაღლა ისმოდეს მოქალაქეების ინტერესები და მათი ხმა.
საპარლამენტო რესპუბლიკა გვაძლევს შანსს, რომ ინტერესები, რომლითაც ცხოვრობს ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე, რომლითაც ცხოვრობთ თქვენ, იყოს დაცული. რა თქმა უნდა პარლამენტთან, როგორც მთავარ საკონსტიტუციო ორგანოსთან ერთად, ამაში წვლილს შეიტნს ქვეყნის პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური.
რაც შეეხება პრეზიდენტობას, ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ არა მარტო კანდიდატურაზე, არამედ იმაზეც თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყნის პრეზიდენტი, რას უნდა გულისხმობდეს იგი თავის თავში. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ეს უნდა იყოს პირი, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური ცდუნება, რომელიც არ შედის პოლიტიკურ რუტინაში, რომელიც მაღლა დგება პოლიტიკურ პროცესზე და რომელიც არის გარანტი უმთავრესი ღირებულებებისა , რაც ჩვენთვის არის სახელმწიფო, რაც ჩვენთვის არის სამშობლო , რაც არის ქვეყანა და სწორედ ამიტომ ის უნდა იყოს ზეპარტიული. ზეპარტიული ამოცანებისთვის, სახელმწიფოებრივი ამოცანებისთვის „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ საუკეთესო პრეზიდენტობის კანდიდატი არის სალომე ზურაბიშვილი“ , განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.