„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი გადაცემაში „კვირის აქცენტები“ აცხადებს, რომ ის ჩამოვა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე და ღიად აფიქსირებს, რომ მხარს უჭერს იმ ოპოზიციურ საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელიც ლიდერობს.
ოქუაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც მას წინა ხელისუფლებამ პრობლემები შეუქმნა, „ნაციონალური მოძრაობა“ გაიფილტრა.
„უკან ჩამოსვლის სურვილი მაქვს, ჩამოვალ, ვთვლი, რომ ჩემი მოვალეობაა, რომ მივიღო მონაწილეობა თავისუფალ ხმაში და სიტყვაში და ბიზნესში. ვალდებული ვარ ვიყო იმ ხალხში და ჯარში, რომელსაც ეს უნდა და ამოვიღო ის მრუდე ხელები ყველას ჯიბიდან, რომელიც ქვეყანაში პროდუქტს აძვირებენ იმიტომ რომ თვითონ ისარგებლონ. მე თანავუგრძნობ ოცნების იმ წევრებს რომლებიც გულწრფელად არიან. თანავუგრძნობ თითოეულ პოლიციელს, რომელსაც პოლიციის უფროსი ჰყავს ქურდი, რომელიც ბანკს აყაჩაღებს. ამ ალკაპონეებმა პასუხი უნდა აგონ.
საპრეზიდენტო არჩევნები უნდა მოიგოს კანდიდატმა, რომელიც იქნება მათი რეალური ოპოზიცია. ვფიქრობ, რეალური ოპოზიცია, რომელიც არის ის ლიდერობს და ყველა უნდა გაერთიანდეს. მე პარტიული ვერ გავხდები, მე ვითხოვ დამარცხდეს ივანიშვილის ბანდა.
ძველი გუნდი გაიფილტრა და დარჩა ის ხალხი, რომელსაც ხედავთ სხვისგან. ბევრი გაიყიდა, ბევრმა დაირქვა გამონაწილებული, მაგრამ მიეკუთვნებიან ისევ ივანიშვილს“, განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.