29 სექტემბერს, სოფელ ჰეშტიაში 21 წელია საზეიმოდ აღინიშნება ახალგაზრდა გარდაცვლილი პოეტის ვიქტორ ჰოვსეფიანის პოეზიის ტრადიციული დღესასწაული.
ნინოწმინდის მერიის ცნობით, ჰეშტიაში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ენზელ მკოიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი, მერიის სამსახურების უფროსები და დედაქალაქიდან ჩამოსული სტუმრები.
ღონისძიების მონაწილენი იმყოფებოდნენ ვიქტორ ჰოვსეფიანის სახლ-მუზეუმში, ჰეშტიის ვ. ჰოვსეფიანის სახელობის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეებმა პოეტის სხვადასხვა ლექსები წაიკითხეს, რის შემდეგაც მოინახულეს პოეტის საფლავი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
ვიქტორ ჰოვსეფიანი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ჰეშტიის №1 საშუალო სკოლაში, რომელიც ახლა მის სახელს ატარებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.