მაია ცქიტიშვილი: ექვსი წელია საქართველოს ჰყავს ადამიანზე ორიენტირებული მთავრობა
01-10-2018, 13:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ექვსი წელია საქართველოს ჰყავს ადამიანზე ორიენტირებული მთავრობა, რომელიც ზრუნავს ქვეყნის, თითოეული ოჯახის განვითარებაზე და პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ის ძირეული ცვლილებები ფასეულობათა სისტემაში, რაც განგვასხვავებს წინა ხელისუფლებისგან“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „ქართული ოცნების“ ექვსწლიანი მმართველობის შეფასებისას განაცხადა.

 


„როცა შეცდომებზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, უფრო მართებული იქნება, შეცდომების ნაცვლად გასაკეთებელი საქმეები, დასაძლევი პრობლემები ვუწოდოთ. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ იგრძნოს ეკონომიკური პროგრესი, ყველას ჰქონდეს ხარისხიან ჯანდაცვასა და განათლებაზე, სხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობა“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

 

ვიცე-პრემიერის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საზოგადოებასთან მუდმივი დიალოგის რეჟიმშია.

 


„ესეც ჩვენი განმასხვავებელი ნიშანია - ყველა აქტუალურ თემაზე ვისმენთ როგორც მოქალაქეების, ისე მესამე სექტორის, ექსპერტების შეფასებებს და მათი პოზიციის გათვალისწინებით, შეგვიცვლია კიდეც გადაწყვეტილებები. არ ვართ ჩაკეტილი ხელისუფლება, რომელიც ქედმაღლურად უყურებს ხალხს და ეს ჩანს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი