უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მომავალი 2016 წელი, ინგლისური ენის სწავლების წლად გამოაცხადა. ინგლისური ენის ცოდნა, მთელი რიგი საჯარო მოხელებიისთვის აუცილებელი მოთხოვნა იქნება.
პოროშენკოს განცხადებით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ უკრაინამ თანამედროვე მსოფლიოს ფეხი აუწყოს. ამის თაობაზე საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ იტყობინება.
„ინგლისური ენის სწავლა საჭიროა, რადგან ეს ენა გლობალური ურთიერთობის ენაა და ჩვენ თანამედროვე მსოფლიოსთან ყრუ და მუნჯები არ უნდა ვიყოთ. თანამდებობის პირების უმრავლესობისთვის, ინგლისური ენის შესწავლა სავალდებულო იქნება“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.