„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე. დღეს ექვსი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა „ქართული ოცნების“ ძალისხმევით და უშუალოდ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით, წარსულს ჩააბარა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც იყო აგებული მთლიანად კორუფციაზე, აგებული იყო ტოტალურ ძალადობაზე, აგებული იყო ასევე მედიის სრულ მონოპოლიზაციაზე და აგებული იყო იმ დანაშაულებზე, რომლებსაც ის ჩადიოდა ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინაშე“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
„ეს არის, შეგახსენებთ, ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც განაპირობა საქართველოში რუსეთის ჯარების შემოსვლა, სწორედ მათ შეუწყვეს ხელი რუსული კრემლის სცენარის განხორციელებას. მათ აქვთ ძალიან დიდი დანაშაულები ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის წინაშე და ჩვენ მოვახერხეთ ამ ძალიან მძიმე რეჟიმის წარსულში ჩაბარება და მათთვის საკადრისი პასუხის გაცემა. ეს გააკეთა ქართველმა ხალხმა 2012 წელს და ეს გაკეთდა ყველა შემდგომ არჩევნებში ქართველი ხალხის მიერ. ეს არის ის მიღწევა, რომელსაც ჩვენ შევინარჩუნებთ.
ჩვენ ამ ექვსი წლის განმავლობაში ვუზრუნველყავით ტოტალური ძალადობის აღმოფხვრა, ელიტური კორუფციის აღმოფხვრა. ჩვენ გავათავისუფლეთ მედია მონოპოლიებისაგან და ჩვენ ვუზრუნველყავით ჩვენი საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება. ეს არის „ქართული ოცნების“ მიღწევა, თუმცა, ჩვენ გვაქვს, ბუნებრივია, ძალიან ბევრი რამ გასაკეთებელი. მთავარი პრიორიტეტები ჩვენთვის არის, რა თქმა უნდა, ზრუნვა ჩვენი უსაფრთხოების განმტკიცებაზე, არის ჩვენი საბოლოო მიზანი, რა თქმა უნდა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენი მიზანი არის, რა თქმა უნდა, ეკონომიკის გაძლიერება, რაც ყველა სხვა ამოცანასთან არის დაკავშირებული. ჩვენი ამოცანა არის სიღარიბის საბოლოოდ აღმოფხვრა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩვენი ამოცანები და ამისათვის გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის განვითარება და ამას უზრუნველყოფს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება“, აცხადებს კობახიძე „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.