საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ საკითხზე კომენტირებისას თქვა, რომ არ არსებობს ინდულგენცია იმისთვის, რომ გადასახადი არ გადაიხადო.
„რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას ვინმეს დაზარალებაზე, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს რამე ფაქტები აქვს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ბატონ ოქუაშვილს, მან ეს ერთ პაკეტად უნდა შეკრას, თავისი იურისტის ან ადვოკატის მეშვეობით წარუდგინოს საგამოძიებო ორგანოებს. ასე არის, როდესაც ხდება ცივილურად საუბარი. როდესაც ამას აქვს პროცესის შექმნის იმიტაცია, აქ ჩნდება ბევრი კითხვა. საზოგადოების დიდ ნაწილსაც ბევრი კითხვა უჩნდება. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავყოთ ის საკითხი, რომლის გაყოფა არ სურს, როგორც ჩანს, ოქუაშვილს. ეს არის საქმე, რომელიც ეხება გადასახადების გადახდას და ყველა სხვა ეპიზოდი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, არ არსებობს ინდულგენცია იმისთვის, რომ გადასახადი არ გადაიხადო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
„უფრო მეტი უპასუხისმგებლობა არის ის, რომ ტელეკომპანიის საქმიანობა თურმე დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, იქიდან გამომდინარე, რომ გადასახადებს არ იხდის თამბაქოს მწარმოებელი ქარხანა. ჩემი გადასახედიდან, ეს არის უპასუხისმგებლობის ზენიტი. როდესაც ვიყავი ფინანსთა მინისტრი, არაერთხელ განვაცხადე იმის შესახებ, რომ ჩვენთვის მთავარი ფასეულობა გახლავთ დამსაქმებელი. ყველა ადამიანი, რომელიც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის, იმსახურებს ძალიან დიდ მხარდაჭერას და პატივისცემას საქართველოს მთავრობის მხრიდან. როდესაც მოდის ორგანიზაცია და ამბობს, რომ სურს ამ საქმიანობის გაგრძელება, სურს სამუშაო ადგილების შენარჩუნება, სახელმწიფო აუცილებლად უნდა დაუდგეს გვერდში”, განაცხადა მამუკა ბახტაძემ და დაამატა, რომ ფინანსთა მინისტრად მუშაობის დროსაც „ომეგა ჯგუფს“ დიდი დავალიანება ჰქონდა, რაც კიდევ უფრო მეტად გაიზარდა.
„ჩემი ფინანსთა მინისტრობისას ამ ორგანიზაციას უკვე ჰქონდა საკმაოდ მსხვილი დავალიანება და ის კიდევ უფრო გაიზარდა. სახელმწიფომ მაქსიმუმი გააკეთა, 11-ჯერ მოახდინა იმ ნაბიჯების გადავადება, რაც ამ პერიოდში დგება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს კეთილგანწყობაზე. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორ დააგროვა მან ეს დავალიანება, აქ შეიძლება არსებობდეს ობიექტური კითხვის ნიშნები, რომლებსაც პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს. მაგრამ თუნდაც ეს შემთხვევა არის ძალიან კარგი მაგალითი, როგორი მეგობრულია განწყობა ზოგადად ბიზნესის მიმართ და რამდენად მაღალია მხარდაჭერა ყველა გადასახადის გადამხდელისადმი, მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ სამუშაო ადგილებზე“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ, რომლის სიტყვების ციტირებასაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.