ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მასაც აქვს შეკითხვები - რატომ დაუგროვდა ამ ოდენობის დავალიანება "ომეგა ჯგუფს:.
მისი თქმით, საწყის ეტაპზე გაკეთებული გაკეთებული გადავადებების შესახებ დეტალურად ისაუბრა ფინანსთა სამინისტრომაც და ეს, ისევე როგორც სხვა მრავალი ბიზნესის შემთხვევაში, გაკეთდა იმისთვის, რომ ადგილობრივი წარმოება და ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს წართმეული ბიზნესი ფეხზე დამდგარიყო.
„სამწუხაროდ, ომეგა ჯგუფს 50 მილიონი დავალიანება დაუგროვდა და ეს არის თანხა, რომელიც უნდა მოხმარდეს ჩვენს სოციალურ პროექტებს, პენსიებს, მასწავლებლების ხელფასებს, ინფრსტრუქტურულ სამუშაოებს. კიდევ ერთხელ ვამბობს, რომ ვერც ერთი ჩანაწერი ვერ გახდება იმის მიზეზი, რომ კომპანიამ არ გადაიხადოს დავალიანება... რაც შეეხება ჩანაწერების ავთენტურობის საკითხს, მეც ვისურვებდი გავიგო რამდენად რეალურია, თუმცა ალბათ ესეც ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვისმენთ მესამე პირების საუბარს, რასაც დამტკიცება სჭირდება“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა შეკითხვაზე - უნდა დაიბაროს თუ არა პროკურატურამ დაკითხვაზე ბიძინა ივანიშვილი, უპასუხა, რომ
პროკურატურა თავად იღებს გადაწყვეტილებას ვინ დაიბაროს დაკითხვაზე და ვინ - არა.
„არ არსებობს არავითარი წრე იმ პირების, ვისი დაკითხვაზე დაბარების შესაძლებლობაც არსებობს ან არ არსებობს. პროკურატურა დაკითხავს ყველას, ვისაც მიიჩნევს საჭიროდ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იმ სერიალებიდან გამომდინარე, რასაც ვისმენთ, მე ვერ ვხედავ არც ბიძინა ივანიშვილის და არც დასახელებული ბევრი ადამიანის დაბარების საჭიროებას“, განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.