„დღეს ის ძალები, რომლებიც თავის დროზე მართავდნენ ქვეყნას, ჩვენდა სასირცხვილოდ, ეს ძალები ცდილობენ ისევ, ვირტუალურ სამყაროში აცხოვრონ ჩვენი საზოგადოება. რაც დააშავეს თვითონ, მას ცდილობენ დააბრალონ „ქართულ ოცნებას“ და „ქართული ოცნებისგან“ მხარდაჭერილ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს“, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელ პირებთან და უმრავლესობის დეპუტატებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.
„ყველაზე დიდი დანაშაული, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა მისი მმართველობის პერიოდში და დანაშაულები ჰქონდა ძალიან ბევრი, მაინც თუ შევაჯამებთ და შევადარებთ ერთმანეთს, ალბათ იყო 2008 წლის ომში მათი პოზიცია და მით უმეტეს არ დაიკარგებოდა ტერიტორიების 20%. გახსოვთ როგორ იქცეოდნენ, როგორ მიატოვეს დახოცილი ჯარისკაცები, როგორ უპატრონო დღეში დატოვეს ცოცხალი ჯარი. სწორედ ეს თემა აქვთ ყველაზე მეტად წინა პლანზე წამოწეული, ყველაზე დიდი თავისი დანაშაული რაც მათ ჩაიდინეს, ცდილობენ დღეს გადმოიტანონ და ჩვენ მოგვაბრალონ და მიაბრალონ საპრეზიდენტო კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ძალიან ბევრი, თავისი მოღვაწეობისას, იზრუნა იმისთვის, რომ რუსულ ჯარს ჭეშმარიტად დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია. მე მახსოვს, თქვენც გახსოვთ ალბათ, როგორი პრინციპულობით გამოირჩეოდა ქალბატონი სალომე საგარეო მინისტრის რანგში, როგორ თანმიმდევრულად, როგორ ოსტატურად მოახერხა მან და ის იყო ძირითადი მასში, რომ ჩვენ რუსულ ჯარს ტერიტორიები დავატოვებინეთ. ამის შემდგომ სააკაშვილი პირდაპირ მნიშვნელობით, მე ჩემს გამონათქვამებში მაქვს, როდესაც ოპოზიციაში ვიყავი, შემოუძღვა რუსულ ჯარს და დღეს საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული. აღმაშფოთებელია ის, რომ ეს ხალხი დღეს ცდილობს ისევ, რომ ჩვენ გადმოგვაბრალონ და ქალბატონი სალომეს მოღალატედ... ეს მოღალატეები, პირდაპირი მნიშვნელობით მოღალატეები, ცდილობენ მოღალატედ მონათლონ ქალბატონი სალომე“, აღნიშნა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.