ბიძინა ივანიშვილი: „ის ძალები, რომლებიც 2012 წლამდე მართავდნენ ქვეყანას, ცდილობენ ისევ ვირტუალურ სამყაროში აცხოვრონ საზოგადოება“
01-10-2018, 16:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ის ძალები, რომლებიც ჩვენდა სასირცხვილოდ 2012 წლამდე მართავდნენ ქვეყანას, ცდილობენ ისევ ვირტუალურ სამყაროში აცხოვრონ საზოგადოება“. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში, მმართველ გუნდთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

 

 

„დღეს პირველი ოქტომბერია. ექვსი წლის წინ, ამ დღეს ჩვენმა გუნდმა ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენ შევიკრიბეთ იმ მიზნით, რომ გავიხსენოთ და დღევანდელი რეალობა შევაფასოთ. სამწუხაროდ, ექვსი წელიწადი აღმოჩნდა ძალიან ცოტა იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია პრინციპულად შეცვლილიყო. თუმცა თქვენ მონაწილეები ხართ და თუ არ მონაწილეობდით კარგად გახსოვთ, რა ხდებოდა 2012 წლამდე და იცით, როგორ თანმიმდევრულად ვცვლით სიმახინჯეებს და ქვეყანა მიგვყავს სწორი მიმართულებით. მიუხედავად ამისა, როგორი საოცარიც არ უნდა იყოს, დღეს ის ძალები, რომლებიც ჩვენდა სასირცხვილოდ მართავდნენ ქვეყანას, ცდილობენ ისევ ვირტუალურ სამყაროში აცხოვრონ საზოგადოება. რაც თავად დააშავეს, იმას ცდილობენ დღეს „ქართულ ოცნებას“ და მის მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დააბრალონ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

დღეს გამართულ შეხვედრას პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი