„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ოპონენტები ცდილობენ, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი ტრაგედია გირგვლიანის მკვლელობის იდენტური გახადონ.
როგორც მმართველ გუნდთან შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, დღევანდელ ხელისუფლებას გადააბრალოს ის,
რასაც თვითონ აკეთებდა.
„გახსოვთ გირგვლიანის და სხვა უდანაშაულო ახალგაზრდების მკვლელობები, უნდათ იდენტური გახადონ ის დრამატული უბედურება, რაც სკოლაში განვითარდა.
საზოგადოებისთვის იყო დიდი ტრავმა და დიდი სტრესი და ცდილობენ ამასაც, იმის ჩამდენი ხალხი, რასაც თვითონ აკეთებდნენ, ბავშვების ჩხუბი უნდათ რომ მიაბრალონ დღევანდელ მმართველ ძალას და იდენტური უნდათ გახადონ გირგვლიანის მკვლელობის“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.