„დღეს ქვეყანაში „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ დააბრუნა შევარდნაძის დროინდელი სისტემური კორუფცია", აცხადებს „ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე.
მისი თქმით, „ქართული ოცნება" ხალხისა და სახელმწიფოებრივ ინტერესებს მთლიანად დასცილდა.
„უფრო წინაც წავიდა „ქართული ოცნება" და შევარდნაძის კლანურ სისტემაზე წინ დგას არაფორმალური მართვის, მაფიოზური მართვის ის მოდელი, რომელიც დღეს მოქმედებს სახელმწიფოში. ეს ყველაფერი არის უაღრესად საგანგაშო და ეს ყველაფერი გარდაუვლად აყენებს სახელმწიფოს მხრიდან პასუხის გაცემის საჭიროებას. მაგრამ ვინ უნდა გასცეს ეს პასუხი? ჩვენ ყველამ დღეს მოვისმინეთ „ქართული ოცნების" პასუხი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მთლიანად დასცილდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ხალხის ინტერესებს", განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.