ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ჩხეიძე სასამართლოში გამოკითხვას ითხოვს. ჩხეიძე აცხადებს, რომ „ომეგა ჯგუფს“ ყველანაირი მტკიცებულება აქვს, რათა სიმართლე დაამტკიცოს.
პარლამენტის დეპუტატი დარწმუნებულია, რომ „ომეგა ჯგუფს“ მის ოჯახს ვერ წაართმევენ.
„ყველაფერი, ის მოქმედებები, რაც ბანკში ჩატარდა და სამწუხაროდ, ჩატარდა უკანონოდ, ყველაფერ ამის საბუთები არსებობს. რას ჰქვია, თავი აარიდო რაიმე ვალდებულებას, შესაძლებელი თავის არიდება არ არის. მე არ მესმის რას ნიშნავს თავის არიდება. „საქართველოს ბანკთან“ მე ვერ დავამთავრებ ვერაფერს იმიტომ, რომ არ ვიცი, მაგრამ მოვიკითხავ გავიგებ და ამის შემდეგ გიპასუხებთ.
2004 წელს ვერავინ ვერ წაგვართვა ბიზნესი და ის ბიზნესი დარჩა ზაზა ოქუაშვილს და „ომეგა ჯგუფს,“ ვერავინ ვერ წაგვართვა, ვერც მაშინ და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ვერც ახლა ვერავინ ვერ წაგვართმევს”, განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.