იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, თუ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სურვილი იქნება რომ ოჯახის განმარტება, - როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა, საკონსტიტუციო რანგში ავიდეს, ის ამის წინააღმდეგი არ არის.
თუმცა, წულუკიანის განცხადებითვე, საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში არ გააჩნია, ამიტომ შესაძლოა ეს ვერ მოხერხდეს.
იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს საზოგადოება ოჯახს ისედაც ქალისა და მამაკაცის ერთობად მოიაზრებს და ეს მომავალშიც ასე იქნება.
„სამოქალაქო კანონმდებლობაში შავით თეთრზე გვიწერია, რომ საქართველოში ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა. თუკი პრემიერის სურვილია, რომ ეს საკონსტიტუციო რანგში ავიდეს, მე ამის წინააღმდეგი არ ვიქნები, უბრალოდ, საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩვენ არ გვაქვს. დღეს რაც არის კანონი, რომ ქალი და მამაკაცი ქმნის ოჯახს, ასეთადაც დარჩება ის საქართველოში, რადგან საქართველოს საზოგადოება ასეთად მოიაზრებს ოჯახს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის ყველაფერ გააკეთებს იმისთვის, რომ კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება და ოჯახი, ქალისა და მამაკაცის ერთობაა. ამის შესახებ მან პრესასთან ინტერვიუში განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.