„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აუცილებელია ვიბრძოლოთ უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, რაც კიდევ ერთხელ გამოაჩინა ბოლო დღეების პროცესებმა.
ბაქრაძის თქმით, ქვეყანაში არის ელიტური კორუფცია და დროა ხელისუფლება შეიცვალოს მშვიდობიანი არჩევნების გზით.
„რამდენად აზრიანია ჩვენი ბრძოლა, რამდენად აუცილებელია, რომ ვიბრძოლოთ უკეთესი საქართველოს და უკეთესი ხვალინდელი დღისთვის კიდევ ერთხელ გამოაჩინა ბოლო დღეების პროცესებმა, როდესაც ყველამ ერთად ვნახეთ რა ხდება დღეს ხელისუფლებაში, სადამდე მივიდა დღევანდელი ხელისუფლება. ვნახეთ კორუფცია, რომელიც მოდებულია მთელს სახელმწიფო აპარატში, ყველაზე მაღალ დონეებში. ვნახეთ თანხის გამოძალვა და სახელმწიფო რეკეტი, ვნახეთ თუ რა ხდება ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში. ამ ყველაფრის შემხედვარეს არ შეიძლება კიდევ ერთხელ არ გაგიმტკიცდეს რწმენა, რომ საქართველოს ნამდვილად სჭირდება ცვლილებები. საქართველოს სჭირდება უკეთესი ხელისუფლება, საქართველოს სჭირდება წინსვლა და განვითარება. ამიტომ ჩვენი ამოცანაა შევცვალოთ დღევანდელი ხელისუფლება.
ჩვენი ამოცანაა ქვეყანაში შევცვალოთ ხელისულება მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ ისე რომ ქვეყანაში არასოდეს აღარ დაბრუნდეს შურისძიების რევანშის ანგარიშსწორების ტალღა. ათი ივანიშვილიც, რომ იყოს თუ ხალხი იტყვის არას დამთავრდა ის ხელისუფლება“, განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.