„რუსთავი 2“ ფოტოებს ასაჯაროებს, სადაც ჩანს როგორ გაიტანეს წითელი ჩანთით 1 მილიონი დოლარი „თიბისი“ ბანკიდან - „ომეგა ჯგუფის“ საქმე
01-10-2018, 21:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 „რუსთავი 2“  სკანდალური ფოტოებს ასაჯაროებს, სადაც ჩანს როგორ გაიტანეს წითელი ჩანთით 1 მილიონი დოლარი „თიბისი“ ბანკიდან.

 

 

კადრებში  სპორტის ექსმინისტრი ლევან ყიფიანი ჩანს, რომელიც ბანკში ზაზა ოქუაშვილის დაფუძნებული კომპანია „ოლიმპუსის“ დირექტორთან ალექსანდრე ხაჩიშვილთან ერთად იმყოფება. ფოტოებში ასახულია ისიც, როგორ ჩადეს ბანკიდან გატანილი ფული მანქანაში.

 

 

 

 

 

„კურიერის“ ინფორმაციით, მილიონი დოლარის ბანკიდან გატანაში პირადად ოთარ ფარცხალაძე იყო ჩართული. სატელეფონო ზარები ზუსტად იმ დროს არის განხორციელებული, როდესაც ზეწოლის ქვეშ მყოფი, „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლები, ბანკის შენობაში იცდიდნენ.

 

 

 

 

ფული ზაზა ოქუაშვილის კომპანიის ანგარიშიდან მის მიერ მოფიქრებული კომბინაციის გამო ვერ გაჰქონდათ. ბიზნესმენმა 4 მილიონი ოფშორში 1 დღის დაფუძნებული კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხა. ასეთი თანხის მოკლე ვადებში განაღდებას კი კანონი კრძალავს. ოქუაშვილი იმედოვნებდა, რომ დროს მოიგებდა და ივანიშვილი ფულის გატანას ვერ მოახერხებდა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოახერხეს ის, რომ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და დირექტორი ბორჯომიდან ჩამოეყვანათ და თანხა არასამუშაო დროს გაეცათ.

 

 

„თიბისი“ ბანკმა ზაზა ოქუაშვილის და მისი გარემოცვის განცხადებებს წერილობითი პასუხი გასცა და გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი