ეკა ბესელია: სანამ კიდევ ახალი ჩანაწერები დაიდება, აუცილებლად უნდა დაისვას კითხვა მათი ნამდვილობის შესახებ, არის თუ არა ნამდვილი, დაუმონტაჟებელი და უტყუარი
01-10-2018, 21:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის განცხადებას გამოეხმაურა. ბესელიას თქმით, ვერც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი ვერ მიიღებს კრიტიკის გარეშე იმ ჩანაწერებს, რომლის არაავთენტურობა უკვე დაადასტურა ბრიტანეთის ერთ-ერთმა საუკეთესო ექსპერტიზის ბიურომ, ამიტომ ჯერ საჭიროა, დადგინდეს მასალების ნამდვილობა და სერიების გავრცელებას სჯობს, ამ ჩანაწერების ავტორებმა მასალები საგამოძიებო უწყებებს გადასცენ.

 

 

„ქართული ოცნების“ დეპუტატი აცხადებს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ დაამონტაჟა აღნიშნული ჩანაწერი, არის თუ არა სხვა მასალებიც ფაბრიკაციაც და რა პოლიტიკური დაინტერესება იყო მსგავსი სცენარის გატარებისას.

 

 

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ასევე ამბობს, რომ ჩანაწერების გავრცელება მას ჩანაწერებით ომს აგონებს, რომელიც ბესელიას თქმით, ყოფილი სახელისუფლებო გუნდის ხელწერას ჰგავს.

 

 

„სანამ კიდევ ახალი ჩანაწერები დაიდება, აუცილებლად უნდა დაისვას კითხვა მათი ნამდვილობის შესახებ, არის თუ არა ნამდვილი, დაუმონტაჟებელი და უტყუარი. მაშინ, როდესაც ბრიტანულმა ექსპერტიზამ უკვე დადო შედეგი, რომ რომ მხოლოდ ერთ, ორწუთნახევრიან ვიდეოში ექვსი ჩარევა განახორციელეს, როგორიცაა მოჭრა, გადაფარვა და ა.შ. ასეთი მდარე მასალა ჩემთვის არაფერს წარმოადგენს. ასეთი სამწუხაროდ ბევრი მინახავს. გასაგებია, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და წინასაარჩევნოდ ჩანაწერებით ომი ახალი არ არის. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან ნაცნობი ხელწერაა, რაც ადრეც გვინახავს. ახლა მთავარია, გაეცეს იმ კითხვებს პასუხი, თუ ვინ დგას ამ ჩანაწერების უკან, ვინ დაამონტაჟა, ან რა პოლიტიკური ზრახვები ამოძრავებდათ. მე მაინც მგონია, რომ ეს არის ძალიან ხელოვნური პოლიტიკური სცენარი, რომლის გამოძიებაზე შესაბამისმა უწყებებმა უნდა იმუშაონ“, განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი