მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თუ ივანიშვილს უნდა რევოლუციის მიღება, ის მიიღებს რევოლუციას
01-10-2018, 22:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

28 ოქტომბერს ივანიშვილი დაასრულებს სახელმწიფოს მართვას, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში ვარშავიდან ჩართვისას.

 


ყოფილმა პრეზიდენტმა მისი და ივანიშვილის მმართველობის პერიოდები შეადარა და თქვა, რომ მის დროს საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად იზრდებოდა, ხოლო ივანიშვილის დროს სრული სტაგნაციაა.

 


მან ივანიშვილს „ძალიან პატარა კაცი“, „მელკი“, „ქონდრისკაცი“  უწოდა და აღნიშნა, რომ მან 3 მილიარდი ლარი იშოვა ბოლო წლებში საქართველოში, აქედან 350 მილიონი დოლარი ბიტკოინების მეშვეობით.

 

 

ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ივანიშვილისაგან განსხვავებით მას არ გაუძარცვია ქვეყანა და მისი თქმით, ამის დამადასტურებელია ის, რომ მის ანგარიშებზე მხოლოდ რამდენიმე ათასი ევრო ირიცხება.

 

 

„ივანიშვილს 28 ოქტომბერს ორი არჩევანი აქვს - ან ის აღიარებს ხალხის არჩევანს და გადააბარებს პრეზიდენტის პოსტს გრიგოლ ვაშაძეს, ან ის გააყალბებს არჩევნებს, როგორც ეს შევარდნაძემ გააკეთა“, თქვა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ეს არის ბოლო არჩევნები, როცა ქართველ ხალხს ეძლევა შანსი ხელისუფლებას ჩამოაცილოს ივანიშვილის რეჟიმი და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გზით შეცვალოს აღმასრულებელი ხელისუფლებაც.

 

 

"თუ ივანიშვილს უნდა რევოლუციის მიღება, ის მიიღებს რევოლუციას", აღნიშნა სააკაშვილმა და დაამატა, რომ "შევარდნაძე იყო ბევრად მაგარი, ჯიბეში ჩაისვამდა ამათ, ყველას", თუმცა მასაც მოუწია წასვლა და მით უფრო მოუწევს ივანიშვილს. 

 

კომენტარები: 1
#1   Zoro
      
• უკანასკნელი ინტერვიუ სულხან მოლაშვილთან / https://www.youtube.com/watch?v=TQVk_cWjEZs
• მეტი სარგებელი ხალხს? ელიტარული კორუფციის დონე საქართველოში
https://www.youtube.com/watch?v=mn16dDyauLo
• გიფსოკორდონის (თაბაშირმუყაოს) გამზირი - მერიის დანაშაულის ქრონიკა / https://www.youtube.com/watch?v=jvgQAA3RI14
1 ოქტომბერი 2018 17:05
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი