საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული სკანდალური აუდიოჩანაწერის შეფასებისას განაცხადა, რომ საქართველოში, ვერასდროს, ვერც ერთმა მმართველმა ვერ უნდა შეძლოს სასამართლო სისტემის და პროკურატურის სისტემის ბოროტად გამოყენება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი განაგებს ყველაფერს და გავრცელებული ფარული ჩანაწერებიდანაც ირკვევა. მან ასევე ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც აჭარის დაბრუნების საკითხი იდგა.
„საქართველოში, ვერასდროს, ვერც ერთმა მმართველმა ვერ უნდა შეძლოს სასამართლო სისტემის და პროკურატურის სისტემის ბოროტად გამოყენება. იქაც შედარება შეუძლებელია. ჩვენ გვყავდა რამდენიმე დასავლეთის უნივერსიტეტის დამთავრებული გენერალური პროკურორი, ამათ დანიშნეს ბოტასების ქურდი, რომელიც ნარკომანია გატიალებული ფარცხალაძე, ჩემზე აღძრა სისხლის სამართლის საქმე და აღძრა საქმე კოსტუმების ყიდვაზე.
ახლა კიდევ ყველაფერს აკეთებს ივანიშვილი, ის მონაწლეობს და არის ამის ჩანაწერები, არის ფოტოები, არის ყველაფერი და იძახიან ჩვენ რა შუაში ვართო. ვთქვათ ესე იყო, ვთქვათ ჩვენ ძალიან ცუდები ვიყავით, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შედარებაც არ არის, იმიტომ რომ მე წავედი არაფრით, რითაც მოვედი იმით წავედი ხელისუფლებიდან. რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ქონება აქვს მარტო ფარცხალაძეს. მაგრამ ვთქვათ, მეც ეგეთი ცუდი ვიყავი, ერთი წამით დავუშვათ, ეს აძლევს ამის უფლებას, რომ ეს აკეთონ?
ასლან აბაშიძეს ვებრძოდი და მე ვამაყობ, რომ მე დავიბრუნე აჭარა, მე გადავარჩინე საქართველო მაშინ და ვერავინ ამას ვერასდროს ვერ წამართმევს, ეს მართლა ქონდრის კაცები. ამას ვერ წამართმევენ. აჭარა დღეს ჩვენ არ გვექნებოდა, ჩვენ გამოვიჩინეთ, რა თქმა უნდა, აჭარის მოსახლეობასთან, პატრიოტ ქართველებთან ერთად, მათ შორის იყო მაგალითად ლევანი, მურმან დუმბაძე, მედეა ვასაძეც, ძალიან ბევრი სხვა ადამიანი ვინც იქ იყო და კბილებით დაიცვა აჭარის ყოფნა საქართველოში, ჩვენ ვიყავით წკიპზე, ჩვენ პრაქტიკულად დაკარგული გქონდა აჭარა“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.