„დაიწყოს ანტიტერორისტული ოპერაცია ყარაბაღში“ - ბაქოში გამართულ მიტინგზე ყარაბაღის ომით დაბრუნებას მოითხოვდნენ
02-10-2018, 10:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბაქოში ჩატარდა მიტინგი, რომლის მონაწილეები ქვეყნის ხელისუფლებისგან „ყარაბაღის ძალისმიერი გზით გათავისუფლებას“ მოითხოვდნენ. მიტინგის ორგანიზატორი იყო საზოგადოებრივი კომიტეტი „ყარაბაღი“, რომელმაც ის ხელისუფლებასთან წინასწარ შეათანხმა.

 


მიტინგი ჩატარდა სტადიონზე, სადაც ტრადიციულად ოპოზიცია ატარებს თავის მიტინგებს. „ჯემნიუსის“ ცნობით, მონაწილეებისგან ისმოდა ლოზუნგები: „დაიწყოს ანტიტერორისტული ოპერაცია ყარაბაღში“; „ყარაბაღის გათავისუფლება!“ ; „იძულებით გადასახლებულთა საკუთარ ადგილებზე დაბრუნება!“; „არა – საერთაშორისო ორგანიზაციების ორმაგ სტანდარტებს“ და სხვა. კომიტეტ „ყარაბაღის“ ხელმძღვანელის, აკიფ ნაგის თქმით, – „მიტინგის მიზანია ყარაბაღის გათავისუფლების საკითხში საზოგადოებრივი აქტიურობის ამაღლება“.

 


„ჩვენ საზოგადოების ერთიანი ნება უნდა გამოვხატოთ და ხელისუფლებას ტერიტორიის გასათავისუფლებლად რადიკალური ნაბიჯების გადადგმა მოვთხოვოთ“, – თქვა ნაგიმ.

 


შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ისკენდერ გამიდოვმა განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება მხოლოდ სამხედრო გზით არის შესაძლებელი.

 


მმართველი პარტიის დეპუტატმა სიავუშ ნოვრუზოვმა ამ მიტინგის ჩატარების იდეა არ მოიწონა: „იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი და პარლამენტი, მთავრობა, სხვა სახელმწიფო სტრუქტურები კონფლიქტის გადასაწყვეტად ყველანაირ ღონეს ხმარობენ, ყარაბაღის საკითხისადმი მიძღვნილი მიტინგის ჩატარება, აბსოლუტურად უადგილოა. ადამიანების ერთი ჯგუფი ცდილობს, რომ აზერბაიჯანისთვის საბედისწერო საკითხი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისა და ამბიციების განსახორციელებლად გამოიყენოს, და ამით პოპულარობა მოიპოვოს“.

 


ქალაქ ბაქოს პოლიციის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, აქციაში 2000-მდე ადამიანი მონაწილეობდა, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა – საზოგადოებრივი წესრიგის დაურღვევლად, იტყობინება „ჯემნიუსი“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი