„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მოქმედმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირადად დაიწყო ყაჩაღობა და „ალიბაბასა და 40 ყაჩაღის" თანამედროვე ვარიანტი შექმნა.
ნათელაშვილი ივანიშვილს ქვეყნის ეკონომიკური სიმდიდრეების ხელში ჩაგდებაში სდებს ბრალს და ამბობს, რომ ამასთან ერთად, „ჭორვილელმა ბიძინამ" ირანიზაციის რენესანსს შეუწყო ხელი.
„მე მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს ბიძინაობა - ოღონდ ჩოლოყაშვილობა და არა ივანიშვილობა, რომელიც აღინიშნა ახმეტაში - მე გახლდით იქ. 359 წლის უკან ბიძინა ჩოლოყაშვილმა, შალვა და ელიზბარ ერისთავებმა მოაწყვეს კახეთის ცნობილი აჯანყება, განდევნეს ყიზილბაშთა მეციხოვნეები ალავერდიდან, ბახტრიონიდან და გადაარჩინეს კახეთი ირანიზაციას და გადაარჩინეს საქართველოს თრიაქით თრობას, რომელიც მაშინ შემოდიოდა სწორედ ამ რეგიონიდან.
ალბათ, ვერ წარმოიდგენდა დიდი ბიძინა ჩოლოყაშვილი, რომ 359 წლის შემდეგ, მის საქართველოში ლიდერად გამოჩნდებოდა მისი სეხნია, ოღონდ ჭორვილელი ივანიშვილი, რომელიც გააკეთებდა ირანიზაციის რენესანსს საქართველოში, მოახდენდა მარიხუანის ლეგალიზაციას, ჩაიგდებდა ხელში ქვეყნის სულიერ, მატერიალურ, ეკონომიკურ სიმდიდრეებს და საბოლოო ჯამში, პირდად დაიწყებდა ყაჩაღობას, შექმნიდა ალიბაბასა და 40 ყაჩაღის თანამედროვე ვარიანტს", განაცხადა შალვა ნათელაშვილმა „რუსთავი 2"-ის გადაცემა „არჩევანის" სპეციალურ გამოშვებაში სატელეფონო ჩართვისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.