საბოლოოდ დავრწმუნდი, რაც ჩემთვის დიდად სამწუხაროა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის 6 წლის თავზე, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „ქ/ოცნებამ“ უღალატა 2012 წლის 1 ოქტომბრის საერთო-სახალხო გამარჯვების სულისკვეთებას, იდეალებს და პრინციპებს, რომელიც მან ქართველი ხალხის გადამწყვეტი მხარდაჭერის წყალობით მოიპოვა, მოძალადე სააკაშვილის სისხლიან ნაცრეჟიმზე!
დიახ, დღეს, ივანიშვილის „ქოცების“ მმართველობის შედეგად, საქართველოს და ქართველ ხალხს 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვება დამარცხებად გადაექცა, რამაც ნაცბანდის მხრიდან რევანშის საფრთხე რეალური გახადა!!
ცხადზე ცხადია, რომ „ქოცების“ ნდობა ხალხს აღარ აქვს და არც ნაცების სიძულვილი განელებია. ჩვენი ქვეყანა და მისი სახელმწიფოებრიობა დიდი საშიშროების წინაშე დგას!!!
ამიტომ, გამოსავალი მხოლოდ ერთია, რომ - ქართველი ხალხის ნებით და კარნახით ჩამოყალიბდეს საქართველოს ხსნის პოლიტიკური ცენტრი, ქვეყნის ეროვნული და დემოკრატიული განვითარების „მესამე გზა“, რომელიც დაასრულებს სააკაშვილ-ივანიშვილის 14-წლიან ანტიეროვნულ, ანტიდემოკრატიულ, ერთპიროვნულ, ავტოკრატიულ და არაფორმალურ მმართველობებს!!!
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.