იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის 20–მდე სოფლის მცხოვრებლებს შეხვდა და გააცნო პროექტის - „დანერგე მომავალი“ ახალი ქვეკომპონენტი, რომელიც „კენკროვანი კულტურების“ განვითარებაზეა ორიენტირებული.
გუბერნატორმა შეხვედრებზე აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აუცილებელია, თითოეულმა გლეხმა აითვისოს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები, გააშენოს ბაღები და ნახონ სარგებელი.
„მე მზად ვარ, მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია, რას მოიცავს ეს პროექტი და რა სარგებელს ნახავენ ის კოოპერატივები თუ პირები, რომლებიც აღნიშნული პროექტით ისარგებლებენ.
შეხვედრებზე უკვე გამოჩნდნენ კენკროვანი ბაღების გაშენების მსურველები და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კონსულტაციებს უახლოეს დღეებში აწარმოებენ.
ვაპირებ, ყველა დაინტერესებულ პირს, პირადად შევხვდე და სრული ინფორმაცია მივაწოდო მსაგავსი პროგრამების შესახებ, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებას", აღნიშნა შავლეგო ტაბატაძემ, როგორც ამას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.