თბილისი მუნიციპალტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს, რომელთაც ლიცენზია 10 ოქტომბრამდე ექნებათ მიღებული, ტაქსების შეღებვის ვაუჩერი გადაეცემათ, რითაც ისინი უსასყიდლოდ შეძლებენ თავიანთი ავტომანქანების შეღებვას.
„ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით, ერთი წლის შემდეგ განხორციელდება მეორე ეტაპი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, სადაც იქნება გაწერილი ვიზუალური სტანდარტი, რომელიც ამოქმედდება 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს. ვიზუალური სტანდარტი მოიცავს ფერს და საკრებულოში ჩვენს მიერ ინიცირებულია თეთრი ფერი. ჩვენ კარგად გვესმის იმ ოჯახების, რომლებისთვისაც ტაქსის მომსახურებით მიღებული შემოსავალი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და შესაბამისად, მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე მიმართულებით ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს ჰქონდეთ ბენეფიტები.
მე შემიძლია კიდევ ერთხელ ჩამოვთავალო - ეს არის ის, რომ საშემოსავლოსგან გათავისუფლებულები იქნებიან; მათ ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთ ავტომობილზე, სადაც ჩვენს მიერ არის გამოყოფილი კონკრეტული ადგილი, რეკლამა განათავსონ და იქედან მიღებული თანხები იქნება მათი პირადი საკუთრება; ქალაქში, სხვადასხვა ლოკაციებზე იქნება საპარკინგე ადგილები გამოყოფილი და მათთვის იქნება უფასო; ასევე, ტაქსის მანიშნებელი და მანათობელი უფასოდ გადაეცემათ.
დღევანდელი მთავარი სიახლე და მნიშვნელოვანი სიახლე რაც მინდა გავაჟღერო, ეს არის ის, რომ თბილისის მერიამ შეიმუშავა რეფორმის ისეთი სტრუქტურა და კონცეფცია, რომლის ფარგლებში, მფლობელს, რომლის ტაქსი რეგისტრირებულია ანუ ლიცენზია მიღებული აქვს 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, ასევე გავლილი აქვს ტექნიკური ინსპექტირება, იცით, რომ პირველი იანვრიდან სავალდებულოდ შემოდის ტექდათვალიერება კერძო ავტომობილებისთვისაც, უნდა იყოს აუცილებლად მარცხენასაჭიანი და ოთხკარიანი ავტომობილი - მე ძალიან კარგად მესმის არსებული სოციალური მდგომარეობა - ეს არის ის ფენა, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს და ეს ადამიანები ამით არჩენებ ოჯახებს, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ავტომობილების შეღებვასთან დაკავშირებით - ლიცენზიის მქონე მძღოლებს გადავცეთ ვაუჩერი, რომ მათ მოახდინონ ავტომობილების თეთრად გადაღებვა - გადაღებვა მათ არ დაუჯდებათ არც ერთი თეთრი.
ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ტაქსის მძღოლების მდგომარეობას და ამასთან ერთად, ხელს შეუწყობს რეფორმის სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ტაქსების შეღებვის ვაუჩერი ტაქსების მფლობელებს გადაეცემათ უსასყიდლოდ", განაცხადა კახა კალაძე, რომლის თქმითაც, ამავე დროს, ტაქსებში მეტი სისუფთავის უზრუნველყოფის მიზნით მათ ავტომანაქანის სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერიც გადაეცემათ. კალაძის თქმით, აღნიშნულ ვაუჩერებს მათ მერიის მიერ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გადასცემს და ბიუჯეტიდან არაფერი დაიხარჯება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.