დემურ გიორხელიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე ნოდარ ჯავახიშვილის შესაძლო დანიშვნას მიესალმება
29-06-2015, 09:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ექსპერტი დემურ გიორხელიძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი, წინამორბედის მსგავსად, პოლიტიკური ნიშნით შეირჩეს და ის დღევანდელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი იყოს.


,,ამ თანამდებობაზე პოლიტიკურად ანგაჟირებული ფიგურა ერთხელ უკვე გამოვცადეთ. შედეგიც თვალსაჩინოა, ამიტომ გადაწყვეტილების მიმღებთ მეტი დაფიქრება მართებთ”,- აცხადებს დემურ გიორხელიძე გაზეთ ,,კვირის პალიტრასთვის" მიცემულ ინტერვიუში.


ექსპერტი არც იმას გამორიცხავს, პროცესები ურთიერთდაპირისპირების ფონზე წარიმართოს და ხელისუფლების შტოებს საერთო კანდიდატურის შერჩევა გაუჭირდეთ.


მისივე თქმით, დროა გაიაზრონ, რომ ხელისუფლებაში კვალიფიციური და პროფესიონალი კადრები გვჭირდება, რომლებიც სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობას ადეკვატურად იგრძნობენ.


,,ვიწრო ინტერესების, დაჯგუფებებისა და პარტიულობით მოქმედებამ საკმარისზე მეტად დაგვაზარალა. წელს ჩვენი ეკონომიკა მხოლოდ 2%-ით იზრდება. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკაში, დაგეგმილი მილიარდ-ნახევრის ნაცვლად, მხოლოდ 500 მილიონი შევა. ამ ფონზე დაპირისპირება ეკონომიკას ჩამოაქცევს! ეკონომიკა ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც ინსტიტუციებს შორის კინკლაობა კი არა, კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებები სჭირდება“,- აცხადებს გიორხელიძე.


ექსპერტის თქმით, ბანკის პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატის შერჩევისას უპირველესი მნიშვნელობა მის პროფესიონალიზმს უნდა მიაქციონ.


გიორხელიძის შეფასებითვე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი აღნიშნული პოსტზე შესაფერისი კანდიდატურაა.


,,ჩემი აზრით, საქართველოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისთვის შესაფერისი კანდიდატის შერჩევა არ უნდა გაჭირდეს. მთავარია, რამდენად ეყოფათ გადაწყვეტილების მიმღებთ ძალა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ გუნდურობის პრინციპით არ იმოქმედონ და პროფესიონალი რეალურად შეარჩიონ.


რაც შეეხება აღნიშნულ პოსტზე ნოდარ ჯავახიშვილის შესაძლო დანიშვნას, მას წესიერ ადამიანად ვიცნობ. მას კვალიფიკაცია ნამდვილად არ აკლია და, შესაძლოა, არჩევანი სწორედ მასზე შეჩერდეს“,- განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი